|
2015-08-07 12:25:11, 525 ნახვა
საზოგადოება
ინდივიდუალურ მეწარმეთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება გრძელდება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინდივიდუალურ მეწარმეთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ელექტრონული არქივის შექმნაზე მუშაობს. სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი 2010 წლამდე რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმეების საარქივო დოკუმენტების მოწესრიგებას, დაშლა-დალაგებას, ელექტრონულ მონაცემებში საჭირო კვლევას, შესწორებების შეტანასა და ელექტრონული არქივის შექმნას ითვალისწინებს. შემოსავლების სამსახურის მიერ სამეწარმეო რეესტრის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და მასთან დაცული შესაბამისი მონაცემების საჯარო რეესტრისთვის გადაცემა, პრაქტიკულად, დასრულებულია. არქივს პერიოდულად სხვადასხვა რეგიონში მიკვლეული ერთეული ბაინდერები ემატება. ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით ინდივიდუალური მეწარმეების არქივი 6518 ბაინდერსა და 386 ხელით ნაწერ სარეგისტრაციო ჟურნალს შეადგენს. უკვე დასრულებულია სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან, გურიიდან, აჭარიდან, იმერეთიდან, შიდა და ქვემო ქართლიდან გადმოცემული ქაღალდის დოკუმენტების სკანირება, ელექტრონულ ფორმატშია გადატანილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის დოკუმენტებიც. ამჟამად სკანირების პროცესი სამეგრელოს რეგიონის დოკუმენტებზე მიმდინარეობს. ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი უკვე 195 561 საქმეზეა შექმნილი, ელექტრონულ ფორმატში კი 185 283 საქმეა გადატანილი. რაც შეეხება სასამართლო და საგადასახადო აღრიცხვის ხელით ნაწერ ჟურნალებს, 386 ჟურნალიდან სკანირებულია - 334, ელექტრონულ ფორმატში კი 166-ია გადატანილი. ინდივიდუალურ მეწარმეთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ელექტრონული არქივის შექმნის პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა, გამარტივდება საქმისწარმოება, სააგენტოს მომსახურება კი უფრო სწრაფი და ეფექტური გახდება. აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონულ ფორმატში გადატანილი დოკუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა(www.napr.gov.ge) განთავსებული. აღრიცხული და სკანირებული ქაღალდის საარქივო დოკუმენტები კი, მათი უსაფრთხოდ შენახვის მიზნით, თავს ლილოს არქივში იყრის. პროექტის ფარგლებში, სააგენტომ კონკურსის წესით 45 შტატგარეშე მოსამსახურე შეარჩია და დაასაქმა.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)