|
2020-03-20 16:15:01, 1143 ნახვა
საზოგადოება
“ვენდი” და “დანკინი” მიტანისა და Drive-Tru სერვისით მომხმარებელს უწყვეტ რეჟიმში მოემსახურება
“ვენდის” და “დანკინის” რესტორნების ქსელი გამოხატავს სრულ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და აცხადებს მზადყოფნას უწყვეტ რეჟიმში მოემსახუროს მომხმარებელს როგორც მიტანის ასევე Drive-Tru სერვისის გამოყენებით. “გაცნობებთ, რომ “ვენდის” და “დანკინის” რესტორნების ქსელი სრულად ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და შექმნილ ვითარებას, ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვაცხადებთ მზადყოფნას, უწყეტ რეჟიმში ვუზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს ქსელში არსებული რესტორნებიდან შეკვეთილი პროდუქტის ადგილზე მიტანას, ასევე რესტორნებში Drive-Tru სერვისის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას. ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ყველა შეკვეთის დამზადება ხდება სრული სანიტარული თუ ჰიგიენური ნორმების დაცვით, რომლებიც ითვალისწინებს როგორც ადგილობრივ ისე საერთასორისო სტანდარტებს. ამასთან, როგორც ვენდის ასევე დანკინის სათაო ოფისებისგან მიღებული გვაქვს COVID-19 -ის პრევენციისათვის მთელი რიგი აუცილებელი აქტივობების ნუსხა, რომელთაც განუხრელად ვიცავთ და ვანხორციელებთ. აქვე გაცნობებთ, რომ როგორც “ვენდის” ასევე “დანკინს” რესტორნებს გააჩნიათ ყველა საჭირო რესურსი, პროდუქტების სათანადო მარაგი და მათი ამოწურვის არავითარი საფრთხე არ არსებობს. მადლობა ერთგულებისთვის და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას“, - აცხადებს ვისოლ ჯგუფის პრეზედენტი სოსო ფხაკაძე.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)