|
2020-03-20 11:08:52, 1468 ნახვა
ეკონომიკა
2019 წელს მშპ-ს მოცულობა 12.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს
2019 წელს მშპ-ს მოცულობამ მიმდინარე ფასებში 50 002.2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 12.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 5.1 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6.6 პროცენტით განისაზღვრა. აღსანიშნავია ისიც, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა. "ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.4 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.5 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1 პროცენტი), მშენებლობა (8.6 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.4 პროცენტი)", - აღნიშნავენ საქსტატში. ასევე, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა. "ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.8 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (6.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (7.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (15.2 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (8.9 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (9.6 პროცენტი), განათლება (8.8 პროცენტი). კლება აღინიშნა სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების სექტორში (-2.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში (-2.1 პროცენტი)", - განაცხადეს საქსტატში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)