2015-08-07 09:52:18, 676 ნახვა
სამართალი
დიდუბეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
დიდუბეში, რკინიგზის ლიანდაგებთან შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა, თუმცა აღნიშნული ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან