|
2020-03-19 21:51:42, 3417 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და მინიმალური იყოს ზიანი ეკონომიკაზე
პარლამენტის თავმჯდომარის, არცილ თალაკვაძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და მინიმალური იყოს ზიანი ეკონომიკაზე. მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე მინისტრებმა ეკონომიკის, ჯანდაცვისა და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „სახელმწიფო ამ მომენტისათვის აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და მინიმალური იყოს ზიანი ჩვენს ეკონომიკაზე, რომელიც საბოლოო ჯამში თითოეულ ოჯახზე აისახება. ჩვენ შევთანხმდით და განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც სამ ძირითად თემას ეხება. პირველი ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანმრთელობა, სადაც ყველა შესაძლო ზომა და ნაბიჯი არის გადადგმული, როგორც პრევენციის მიმართულებით, ასევე კლინიკური მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ზედმიწევნით ყველა მოქალაქემ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურების მიერ არის გაცემული. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ იმ კარგი შედეგის შენარჩუნებას, რომელიც მიღწეული არის ექიმების, ექთნების და ეპიდემიოლოგების მიერ. ჩვენ და ჩვენმა სახელმწიფომ ერთად შევძელით, რომ ორ კვირიანი ვადის მოგება, როდესაც მსოფლიოში ვირუსის გავრცელება არის მზარდი, საქართველო ორი კვირით ჩამორჩება ამ ტენდენციას. მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ჩვენ მივიღოთ ყველა საჭირო ზომა და გავამკაცროთ კიდევ უფრო კონტროლი და თავიდან ავირიდოთ ვირუსის გავრცელება. მეორე მნიშვნელოვანი თემა არის ეკონომიკა, რაზეც პრემიერმა ისაუბრა. ასევე არსებობს კონკრეტული გეგმები, გადადგმულია ნაბიჯები და ასევე დამუშავებულია შემდგომი სცენარები და ის მექანიზმები, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს ბიზნესის და თითოეული დასაქმებულის მიმართ, ასევე იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც არ არის დასაქმებული და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. მესამე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც არის პოლიტიკური პროცესი და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს და რაზეც შეთანხმება არსებობს პოლიტიკურ სპექტრში. აქაც ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად, რომ მომდევნო პერიოდში ის დროები და ინტერვალები, რაც სჭირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს მინიმალურად აისახოს პოლიტიკური პროცესის და საკანონმდებლო პროცესის კალენდარზე და ჩვენ საგაზაფხულო სესიის დასრულების ფარგლებში შევძლოთ იმ ვალდებულებების და პირობების შესრულება, რაზეც ხელისუფლება არის შეთანხმებული. ამისათვის განხილულია ვადები და მაქსიმალურად შევეცდებით, პარლამენტი ამ ვადებში ჩაეტიოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)