2015-08-07 09:37:39, 636 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3044 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი 2.3044 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.2915 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0129 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.5132 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.4886 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0246 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან