2020-03-19 12:07:42, 3267 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - კორონავირუსით ინფიცირებულებს დადებითი კლინიკურ-ლაბორატორიული მაჩვენებლები აქვთ
ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსით ინფიცირებულებს დადებითი კლინიკურ-ლაბორატორიული მაჩვენებლები აქვთ - ამის შესახებ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი,ლევან ჩიტაურმა ისაუბრა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე 9 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან ლუგარის ლაბორატორიიდა.
"ვინაიდან ჩვენი კლინიკა ერთადერთი მულტი პროფილური კლინიკაა, გადავკეთდით კოვიდ-19 თან ბრძოლის ცენტრად. ჩვენთან შეგვიძლია ყვენაირი მძიმე პაციენტის მიღება თუ ეს ქვეყანას დასჭირდა გვყავს ასევე მეან-გინეკოლოგი.
გუშინ მივიღეთ 52 საეჭვო შემთხვევა, ტესტები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში , ჯერ-ჯერობით ველოდებით პასუხებს. რაც შეეხება ძველი პაციენტების 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, ჩატარებული მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული.
პირველი ქალბატონი, რომელიც შემოყვანილი იყო მძიმე სომატური პათოლოგიებით, გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, კლინიკურ-ლაბორატორიულ მაჩვენებლებში დადებითი დინამიკაა.
რაც შეეხება მეორე ქალბატონის მდგომარეობას, ბოლო 24 საათის განმავლობაში მას არ ჰქონია ცხელება,მისიი განწყოპბაც ბევრად უკეთესია, კლინიკური სიმფტომატიკა აქაც დადებითი დინამიკით ხასიათდება.
რაც შეეხება შუახნის მამაკაცს, მისი მდგომარეობა კლინიკური ფორმით იყო გამოხადტული. დღეის მონაცემებით ჩივილები და ტემპერატურა არ ჰქონია.
ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსით ინფიცირებულებს დადებითი კლინიკურ-ლაბორატორიული მაჩვენებლები აქვთ.
ამ ეტაპსე სულ 80 პაციენტი გვყავს, გაგვზავნილი 9 ტესტირება და ველოდებით პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდა, დანარჩენი ტესტირებები ეტაპობრივად გაიგზავნება ლაბორატორიაში", - განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,