2015-08-06 17:15:44, 630 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოსთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 150 000 ლარი გამოიყო
საქართველოს საპატრიარქოსთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 150 000 ლარი გამოიყო.
შესაბამის განკარგულებას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს.
განკარგულების თანახმად, აღნიშნული თანხა, კონკრეტულად, საქართველოს საპატრიაქროს დაქვემდებარებულ სასწავლო დაწესებულების– საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გამოიყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან