21:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 18:15:56, 1289 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე - საქართველოს მოქალაქეები არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილნი, მათ ქვეყანაში დაბრუნების საშუალება არ აქვთ

„საქართველოს მოქალაქეები არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილნი. მათ არ აქვთ საშუალება არათუ კომერციული რეისით დაბრუნდნენ ქვეყანაში, არამედ რამე შეღავათიანი ბილეთი იყიდონ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა დაიგეგმოს სპეციალური რეისები და საქართელოს მოქალაქეები ქვეყანაშ უნდა დავაბრუნოთ, რადგან თუ იქ დაინფიცირდებიან, მათ ყურადღებას ვერავინ მიაქცევს.

„ყველა ჩვენ სმოქალაქეს მინდა ვთხოვო, რომ  უპირობოდ, ზედმიწევნიტ დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენი მედიკოსები იძლევიან. ეს არის იმის გარანტია, რომ საქართველო ამ ეპიდემიის რუკაზე დარჩება ისევ ისე წარმატებულ ქვეყანად, როგორც ახლა ვართ, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. მეორე, ოპოზიციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავს იკავებს ხელისუფლების კრიტიკისგან იმიტომ, რომ სახოგადოებას ახლა სჭრიდება ერთიანობა, თანადგომა და მთლიანად სახელმწიფომ, ყველა მოქალაქემ ერთა დუნდა დავძლიოთ ეს ეპიდემია. ის რამდენად ეფექტური იყო ხელისუფლების ქმედებები ამას განვსჯით მას შემდეგ, რაც ამ 21-ე საუკუნის შავ ჭირს მოვერევით.

მთავარი თემა, უამრავი ზარი შემოდის პირადად ჩემთან და უამრავი ზარი შემოდის პარტიაში ევროპიდან. საქართველოს მოქალაქეები არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილნი. მათ არ აქვთ საშუალება არათუ კომერციული რეისით დაბრუნდნენ ქვეყანაში, არამედ რამე შეღავათიანი ბილეთი იყიდონ. ამიტომ გინდათ თხოვნა დაარქვით, გინდაც რჩევა, მინდა მივმართო ხელისუფლებას,  სასწრაფოდ საჭრო არის ავიახაზების მეშვეობით ჩარტერების დაგეგმვა იმისათვის, რომ მოქალაქეები ჩამოვიყვანოთ ქვეყანაში. იმ შემთხვევაში თუ იქ დაინფიცირდებიან მათი მიმხედვარი არავინ არაა იქ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics