15:13 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 16:00:09, 1037 ნახვა

საზოგადოება
„დიასპორების ალიანსი საქართველოში" - 23 მარტამდე უცხოეთში მყოფმა საქაერთველოს მოქალაქეება უნდა მოასწრონ სამშობლოში დაბრუნება

ავსტრიაში და გერმანიაში არიან ქართველები, სტუდენტებიც რომლებსაც ფრენა გაუუქმდათ და აღარ აქვთ ფინანსური რესურსი იმის, რომ შეიძინონ ახალი ბილეთები დ აუკვე პირდაპირი რეისით დაბრუნდნენ საქართველოში იმ ფრენებით, რომლებიც ჯერ კიდევ არის - ამის შესახებ ინფორმაციას თიკა სვანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

ჩვენი  ფონდის, "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" დამფუძნებელმა თიკა სვანიძემ შეძლო და 5 სტუდენტს , ერთ მცირე წლოვან ბავშს, დაუფინანსა საქართველოში დაბრუნების ხარჯებიც ავსტრალიიდან,მაგრამ იქ კიდევ რჩება რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ასევე ძალიან სჭირდება დახმარება, ავსტრიისგარდა არის გერმანიაც.

 

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩვენი ფონდის დამფუძნებელმა ქალბატონმა Tika Svanidze Vancko-მ მიიღო გადაწყვეტილება და უკვე დააფინანსა საქართველოს 5 მოქალაქის ავსტრიიდან საქართველოში დაბრუნების ხარჯები, რომელთა შორის არიან სტუდენტები და ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვია დიასპორების ჩართულობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყნას ვჭირდებით.

უცხოეთში მყოფი ქართველი მოქალაქეები, რომლებსაც სურთ საქართველოში დაბრუნება ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, მათ არ აქვთ ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ თავად შეძლონ ბილეთების შეძენა ამასთან ერთად ზოგიერთ მათგანს უმთავრდება ვიზა, იკეტება ის სასტუმროები რომლებშიც ცხოვრობდნენ და 23 მარტამდე მათ უნდა მოასწრონ სამშობლოში დაბრუნება!  “, - ნათქვამია განცხადებაში. 

„დიასპორის ალიანსი საქართველოსთვის”უცხოეთში ამ დროისთვის შექმნილ ვითარებას, საქარტველოს მოქალაქეთა რაოდენობას და ადგილმდებარეობას  კიდევ უფრო დაწვრილებით  აღწერს. 

 

“ ავსტრია

1.ავსტრიაში კვლავ რჩება 10 ადამიანი, რომლებსაც ასევე არ აქვთ ფინანსური რესურსი ბილეთების შესაძენად. 

2.განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორს „EUGBC“ ბიზნეს საბჭოს რომელმაც აღმოგვიჩინა ინფორმაციული მხარდაჭერა რის შედეგადაც ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მოგვეხდინა მყისიერი რეაგირება ავსტრიაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. 

 

გერმანია

1.ამ ეტაპზე გერმანიიდან ქართველი სტუდენტების საქართველოში დაბრუნების საკითხზეც ვმუშაობთ, რომლებიც სამ თვიან სტუდენტურ სამუშაოზე იყვნენ წასულები და 16 მარტს ფრენა გაუუქმდათ. 

2.ჩვენ მზად ვართ სტუდენტების ფინანსური დახმარებისთვის, ველოდებით დეტალების დაზუსტებას. 

3.ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით გერმანიაში დაახლოებით 10 ადამინაია რომლებსაც კიდევ სჭირდებათ დახმარება. 

გერმანიაში და ავსტრიაში  საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხებს, ეტაპობრივად, ინფორმაციის განახლებასთან ერთად შეგატყობინებთ.

ვიმედოვნებთ, რომ თითოეული თქვენთაგანი გამოიჩენს გულისხმიერებას. 

ნებისმიერ თქვენი ნაბიჯი, თუნდაც ინფორმაციის გაზიარება ან მცირედი შენატანი ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. 

გაავრცელეთ ინფორმაცია, მაქსიმალურად სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და იქნებ შევძლოთ დავეხმაროთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს დაბრუნდნენ საქართველოში! “ - ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დახმარების მსურველებსცგთხოვთ, შემდგომ საბანკო ანგარიშებზე სურვილის შესაბამისად ჩარიცხეთ თანხა რათა შევძლოთ მათთვის ბილეთების შეძენა:

თიბისი ბანკი:

ლარის ანგარიში- GE37TB7023236080100014

USD ანგარიში- GE44TB7023236180100001

EUR ანგარიში- GE17TB7023236180100002 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics