21:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 15:21:51, 1269 ნახვა

კომენტარი
თურნავა - პირბადეების პირველ რაოდენობას სახელმწიფო შეიძენს, რომელიც კერძო სექტორთან ერთად მაღალი რისკის მქონე კატეგორიაზე განაწილდება

პირბადეების პირველ რაოდენობას სახელმწიფო შეიძენს, რომელიც კერძო სექტორთან ერთად მაღალი რისკის მქონე კატეგორიაზე განაწილდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პირბადეების დამზადების პროგრამაში ათამდე საწარმოა ჩართული.

„როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია, ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებით და კერძო ბიზნესის ჩართულობით შევიმუშავეთ პროგრამა საქართველოში პირბადეების ადგილობრივი დამზადების სერვისს. უკვე ვიწყებთ პრაქტიკულად, პირბადეების დამზადებას საქართველოში და პირველი საწარმო, რომელიც ამაში ჩაერთო არის აჭარა ტექსტილი. მე პირადად ფოთში ხვალ ჩავალ და ვესტუმრები ამ საწარმოს, რათა ჩემი თვალით ვნახო პირბადეების პირველი პარტია. მინდა ვთქვა, რომ ათამდე სამკერვალო საწარმო არის ჩართული ამ პროგრამაში დღესდღეობით. ასევე არის რამდენიმე კომპანია, რომელსაც შემოაქვს ნედლეული. პირბადეების პირველი რაოდენობა იქნება შეძენილი თვითონ სახელმწიფოს მიერ და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც შემდეგ ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და იმ ადამიანებზე, რომლებსაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ და მიეკუთვნებიან მაღალი რისკის კატეგორიას. საუბარია მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე, რომელსაც აქვს გამოყენების თავისი ინსტრუქცია და რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ასევე ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ კომპანიებს, რომლებიც ამ პროგრამაში ერთვება, რადგან ბევრი კომპანია არის, რომელიც უანგაროდ მონაწილეობს კერვაში. მაგალითად, აჭარა ტექსტილმა გამოთქვა სურვილი, რომ შეკერონ პირბადეები სრულიად უსასყიდლოდ. ასევე მადლობას ვუხდი იმ კომპანიებსაც, რომლებიც გვაწვდის ნედლეულს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics