|
2020-03-18 14:32:25, 1245 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები მუშაობას წყვეტს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მიზნით, მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები მუშაობას წყვეტს. მისი თქმით, მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადადის. „პირველ რიგში მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას და მოვუწოდო ყველას, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ქალაქში გადაადგილებისაგან. დარჩით სახლში.ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირველ რიგში, თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გადაწყვეტილება მიკროავტობუსებით მომსახურების შეჩერების შესახებ, რომელიც გუშინ, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. რაც შეეხებათ იმ პირებს, ვისაც გადაადგილების უკიდურესი აუცილებლობა აქვთ, მათ მომსახურებას თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები უზრუნველყოფს. მსურს საზოგადოებას თბილისის მერიის რამდენიმე პრევენციული გადაწყვეტილების შესახებ მივაწოდო ინფორმაცია. ჩვენი გადაწყვეტილებით ფუნქციონირებას დროებით წყვეტს მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები და მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადადის. მომსახურების ახალი წესის თანახმად, ცენტრალური სერვისცენტრის მისაღებში აღარ მოხდება მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ექნება შესაძლებლობა ერთდროულად შემოვიდნენ მისაღებში. მისაღებში მოქალაქეებს პერსონალის ნაცვლად დახვდებათ თემატური ბლანკები, რომლებსაც შეავსებენ და შესაბამის თემატურ ყუთებში მოათავსებენ. რის შედეგადაც, მას გაეცნობიან ჩვენი სამსახურის თანამშრომლები და მოახდენენ თითოეულ შემოსულ წერილზე რეაგირებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით, სერვისების მიწოდება სრულად უკონტაქტოდ ვერ ხორციელდება, ვინაიდან ჩვენს თანამშრომლებს ხშირად უწევთ მოქალაქეების დახმარება წერილის შედგენასა და განცხადების დაწერაში. სწორედ ამიტომ, მერიის პირველ სართულზე გამოიყო სპეციალური იზოლირებული სივრცე, სადაც ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოემსახურებიან მოქალაქეებს“, -განაცხადა კახა კალაძემ.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)