|
2020-03-18 13:39:11, 1427 ნახვა
ეკონომიკა
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2658.15 მილიონი ლარით
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2020 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 117300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი იგივე ნიშნულზე შეუნარჩუნდებათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6195.48 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" "საზოგადოებამ და ბანკებმა" განუცხადეს. მათი ინფორმაციით, 1 იანვრიდან 1 თებერვლამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 1200-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6147.77 მილიონიდან 6195.48 მილიონ ლარამდე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2658.15 მილიონი ლარით. "წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2658.15 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 11.47%-დან 13.16%-მდეა გაზრდილი. „საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ერთი მხრივ გაზრდილი გაურკვევლობის, მეორე მხრივ კი - ინფლაციური რისკებისა და გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე მოსალოდნელი იყო,რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი არ შეარბილებდა რეფინანსირების განაკვეთს. ინფლაციაზე მოქმედებს ორმხრივი ფაქტორები, როგორც ზრდის, ისე შემცირების კუთხით. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციაზე უარყოფით ზეწოლას ახდენს, ხოლო საგარეო მოთხოვნის შემცირების შედეგად შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა მნიშვნელოვნად არბილებს ინფლაციურ ზეწოლას. მომდევნო თვეებშიც ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ფაქტორის გავლენა იქნება დომინანტური მომავალ პერიოდში", - განაცხადეს "საზოგადოება და ბანკებმა'.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)