15:45 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-06 15:42:15, 992 ნახვა

საზოგადოება
პატიმრებს შეწყალების კომისიასთან პრეტენზიები აქვთ

პატიმრებს შეწყალების კომისიასთან პრეტენზიები აქვთ.

ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განუცხადა, სადაც მინისტრი კახა კახიშვილი არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

კაკაბაძის მტკიცებით, შეწყალების კომისია პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისე იღებს გადაწყვეტილებებს, რომ მას მსჯავრდებულებთან ინდივიდუალური კონტაქტი არ აქვს.

„შეწყალების კომისიას აბსოლუტურად სხვა ფუნქცია აქვს შეთვისებული და არა ის, რისთვისაც არის შეწყალების მექანიზმი ჩადებული კონსტიტუციაში. ის არის პარალელური სტრუქტურა, ე.წ.უდოს კომისიების, ანუ ვადამდელი გათავისუფლების კომისიების და აბსოლუტურად გაუგებარია, რა პრინციპით იღებს  შეწყალების კომისია გადაწყვეტილებებებს, მაშინ როდესაც მას  არ აქვს არანაირი  შეხება პატიმართან ინდივიდუალურად, განსხვავებით სასჯელაღსრულების სისტემისა, რომელთანაც თვეობით, წლობით იმყოფება პატიმარი და იცის მისი ქცევის ნორმების და ა.შ. შეწყალების კომისია ისე  იღებს გადაწყვეტილებას, რომ მას შეხვედრებიც კი არ აქვს პირებთან, ვის მიმართაც ხორციელდება შეწყალება. ეს იწვევს პატიმრებში უსამართლობის განცდას და გაუგებრობას, თუ რა პრინციპით შეიწყალა შეწყალების კომისიამ ერთი ადამიანი და რა პრინციპით არ შეიწყალა მეორე ადამიანი, რომელსაც ქონდა გაცილებით მსუბუქი სასჯელი და მოხდილი ქონდა, გაცილებით მეტი“, – აღნიშნა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, შეწყალების კომისიამ ბოლო დროს მკვლელობისა და ღაჩაღობის ბრალდებით დაპატიმრებული პირები შეიწყალა, მსუბუქი სასჯელის მქონე პატიმრები კი, შეწყალების გარეშე დატოვა. 

„მე პატიმრებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ბოლო ორი შეწყალების განმავლობაში, შეწყალებულები იქნენ ადამიანები, რომლებსაც ქონდათ ჩადენილი მკვლელობა, მათ შორის იყო ყაჩაღობა გატაცებით. შეწყალება კი არ შეეხოთ უფრო მსუბუქ დანაშაულებებს. დღეს, აქ გაირკვა ისიც, რომ ნარკოტიკების გამსაღებელი, რომელსაც უდოს კომისიამ უთხრა უარი, შეწყალების კომისიამ  გაათავისუფლა. მე მაინტერესებს კრიტერიუმები, რის მიხედვით იწყალებენ. თუმცა, აქ ითქვა, რომ ეს არის პრეზიდენტის უპირობო უფლება. ეს უფლება  არ ნიშნავს, უსამართლო გადაწყვეტილებას. უპირობო უფლება ნიშნავს იმას, რომ შენ სამართლიანობას უნდა ექვემდებარებოდე, პრეზიდენტი, რომელიც არის ქვეყანაში გარანტი ადამიანის უფლებების, ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება სამართლიანი და არ გააჩენს იმ კითხვის ნიშნებს, რომელსაც დღეს შეწყალების კომისიებში მიღებული გადაწყვეტილებები აჩენს“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

მას გარკვეული პრეტენზიები აქვს ასევე, ე.წ. უდო–ს კომისიასთან და აცხადებს, რომ ეს კომისიები პატიმრებს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ათავისუფლებენ, ან უარს ეუბნებიან გათავისუფლებაზე.

„უდო–ს კომისიები ძალიან პრობლემურია. უდო–ს კომისიამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, რაგდან, არც ერთი დასაბუთება არ არსებობს მათი  მხრიდან, რის გამო ხდება პირის დატოვება ვადამდელი გათავისუფლების გარეშე, ან რის გამო ხდება მისი გათავისუფლება. კანონი, რაზეც უდო–ს კომისიებია დაყრდნობილი, ითვალისწინებს, რა ვადის გასლვის შემდეგ აქვს უფლება პატიმარს, გამოიყენოს ვადამდელი გათავისუფლება, ხოლო უდო–ს კომისიები, არ ასაბუთებენ, რის გამო ეუბნებიან თანხმობას, ან რის გამო უარს“, – აღნიშნა კაკაბაძემ.

ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ კახი კახიშვილმა ეს საკითხი მთავრობასთან უნდა წამოაყენოს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ამ თემასთან დაკავშირებით გაესაუბროს.

„აქ მინისტრმა თქვა, რომ მოდით ეს გადავცეთ სასამართლოებს, ვინაიდან, უდო–ს კომისიები მართლაც პრობლემურად მუშაობს და ეს გააკეთონს სასამართლოებმა. მინისტრმა დღეს თქვა, რომ შეწყალებასთან ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვსი. შეწყალებასთან შეხება აქვთ პატიმრებს, პრობლემები, რომლებიც პატიმრებს გააჩნიათ, ეს არის პენიტენციური სისტემის პრობლემები.  სასჯელაღსრულება უნდა ხედვდეს იმ პრობლემას, რომელიც შექმნა შეწყალების კომისიამ და ის უნდა შევიდეს ინიციატივით მთავრობაში, ასევე მინისტრი უნდა დაელაპარაკოს პრეზიდენტს და უთხრას, რომ თქვენი გადაწყვეტილებები, სასჯელაღსრულების სისტემაში იწვევს გაფიცვებს, შიმშილობას, თვითდაზიანებებს და ა.შ“, – განაცხადა კაკაბაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics