2020-03-18 11:33:57, 1277 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე - შევდივართ ტურბულენტურ ფაზაში, როცა შიდა გადაცემის ფაქტები იქნება მეტი, ამიტომ გვჭირდება მეტი მობილიზება
"შევდივართ ტურბულენტურ ფაზაში, როცა შიდა გადაცემის ფაქტები იქნება მეტი, ამიტომ გვჭირდება მეტი მობილიზება", - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ელოდებიან კორონავირუსის ინფიცირების რაოდენობის გაზრდას, თუმცა არა კრიტიკულად.
"ჩვენ პირველი ფაზა წარმატებით გავიარეთ, შეკავების ფაზას ვგულისხმობ. შესაძლოა რაოდენობა გაიზარდოს, თუმცა კრიტიკულ რაოდენობას არ ველოდებით, მაგრამ შევდივართ ტურბულენტურ ფაზაში, როცა შიდა გადაცემის ფაქტები იქნება მეტი, ამიტომ გვჭირდება მეტი მობილიზება", - განაცხადა ხუნდაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,