02:41 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 11:08:46, 2346 ნახვა

სამართალი
სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აგრეთვე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის  ბრალდებული მ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ.ჯ.-მ 2019 წლის 10 ივლისს,  შურისძიების მოტივით,  განზრახ მოკვლის მიზნით, ქ.თბილისში, გიორგი აბაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის სადარბაზოში მყოფ - გ.ძ.-ს,  გ.ბ.-ს  და დ.დ.-ს მიმართულებით საბრძოლო ხელყუმბარა ისროლა,  რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა. მ.ჯ.-ს ქმედების შედეგად სამივე პირმა სხეულის სხვადასხვა არეში   მრავლობითი ჭრილობები მიიღეს.

ასევე დადგინდა, რომ მ.ჯ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრის ე.წ „გადაჭრილი თოფი", რომელსაც 2019 წლის  10 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთში, ე.წ. სამთავრობო აგარაკების მიმდებარე ტერიტორიაზე,  მართლსაწინააღმდეგოდ  ატარებდა.

სამართალდამცველებმა მ.ჯ. 2019 წლის 10 ივლისს დააკავეს.  მას  ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სამი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) (საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად  16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics