|
2020-03-17 15:28:56, 1451 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი ქადაგიძის კანდიდატურაზე - ქადაგიძის წარდგენასთან დაკავშირებით არ გვიჩქარია
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯომარის თქმით, მათ უზენაესი მოსამართლის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის წარდგენასთან დაკავშირებით არ უჩქარიათ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საკითხი ან უნდა გადაედოთ განუსაზღვრელი ვადით, რაც პროცესის გაწელვას გამოიწვევდა. „სიტუაცია არ არის ფორმაჟორული. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიყავით არჩევანის წინაშე, რომ ჩვენ გადაგვედო განუსაზღვრელი ვადით ამ პროცესის განხილვა და რა ვადით მოგვიწევდა ამის განხილვა და დროში როგორ გაიწელებოდა ეს პროცესი ჩვენ ვერ ვიტყოდით ამას. მეორე საკითხი იყო არაფორსირებულად, არამედ გონივრულ ვადაში შემოვიდა კანდიდატურა საბჭოს მხრიდან. კანონის სრული დაცვით, რის საშუალებასაც ჩვენ რეგლამენტი გვაძლევდა იმ ვადებში განგვეხილა. შესაბამისად ჩვენ დავიცავით რეგლამენტი სრულად და თქვენ თვალყურს ადევნებდით სრულად პროცესს, რომ არავის არ ეჩქარებოდა, თუ ვინმეს ჰქონდა შეკითხვა, თქვენ ვერ იტყვით იმას, რომ რომელიმე პარლამენტის წევრს სურდა შეკითხვის დასმა ან არასამთავრობო ორგანიზაციის რომელიმე წარმომადგენელს სურდა შეკიხთვის დამსა და ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით. ჩვენ ამ მიმართულებით არ გვიჩქარია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, უზენაესი მოსამართის თანამდებობაზე წარდგენილია ნინო ქადაგიძის კანდიდატურა. დღეს პარლამენტში უსმენდნენ ქადაგიძის ხედვას. უახლოეს პერიოდში ქადაგიძის კანდიდატურას კენჭს უყრიან, რის შედეგადაც გადაწყდება დაინიშნება თუ არა ნინო ქადაგიძე უზენაესი მოსამართლის პოზიციაზე.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)