|
2015-08-06 12:58:15, 680 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძე ბელარუს და ებრაელ ჟურნალისტებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბელარუსიდან და ისრაელიდან მოწვეულ ჟურნალისტებს შეხვდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის 18 მედიასაშუალების წარმომადგენელი რეგიონში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით პრესტურის ფარგლებში იმყოფებიან. შეხვედრაზე სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. ორსაათიანი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. არჩილ ხაბაძემ რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე, ტურიზმის ახალი მიმართულებების განვითარებაზე, უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობაზე და ჟურნალისტების მხრიდან დასმულ სხვადასხვა შეკითხვებზე უპასუხა. უცხოური მედიის წარმომადგენლები ტურისტულად აქტიურ სეზონს და ზაფხულის აქტივობებს გააშუქებენ. მედია ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ისრაელისა და ბელორუსიის როგორც ბეჭდური საშუალებების, ისე ტელევიზიისა და ინტერნეტ პორტალების ჟურნალისტები. მათ შორის : Tv Europa plus და რეიტინგული ინტერნეტ პორტალები tut.by holiday.by, onliner.by. ასევე ისრაელში წამყვანი სატელევიზიო არხის CH. 9-ის გადამღები ჯგუფი, რადიო “Rishon”-ის ჟურნალისტი და რემდენიმე ბლოგერი. სტუმრები დაათვალიერებენ ქალაქის ღირშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ნაციონალურ პარკს. გაეცნობიან ღვინის მარშრუტს, აჭარულ სამზარეულოსა და ტრადიციებს. აღსანიშნავია, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს სარეკლამო ხასიათის პიარ-აქტივობებს არამარტო სეზონამდე პერიოდში, არამედ ივლისი-აგვისტოს ცხელ დღეებშიც ახორციელებს.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)