15:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-06 10:22:01, 571 ნახვა

საზოგადოება
კახიშვილის: ციხეში საზოგადოებრივი მონიტორინგის დაწესებამდე, შესაბამისი სტანდარტები უნდა იყოს დადგენილი

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს აქვთ უფლება შევიდნენ და პატიმრებს ესაუბრონ.

ხოლო, რაც შეეხება საზოგადოებრივი მონიტორინგის შექმნის საკითხს, მინისტრის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად უნდა მოხდეს იმ ადამიანების უნარჩვევების ამაღლება, რომლებსაც ამ მონიტორინგში სურთ ჩართვა.

„საზოგადოებრივ მონიტორინგთან დაკავშირებით, ეს არის სერიოზული განაცხადი. პირველ რიგში, ისე არ უნდა იყოს აღქმული, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგი არ არსებობს. თავად სახალხო დამცველის წარმომადგენლები ფაქტობრივად ყოველდღიურად ყველა დაწესებულებაში შედიან და პატიმრებს ესაუბრბებიან. ამის მექანიზმები გაწერილია. მოგეხსენებათ, ჩვენ ვიყავით ზუსტად ის ადამიანები, რომლებმაც მივეცით სახლახო დამცველის პრევენციული მექანიზმის წევრებს ფოტოაპარატით შესვლის უფლება... ეს იქნება 2016 წლის შემდეგ, იმიტომ, რომ სტანდარტები იყოს დადგენილი. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ციხეში იყოს ის სტანდარტები, რომელიც უნდა იყოს. ეს არის დახურული სარეჟიმო დაწესებულება. ამ დაწესებულებაში მუშაობას სჭირდება შესაბამისი უნარჩვევები. თუ ჩვენ შევთანხმდებით უნარჩვევებზე, სტანდარტებზე, იმაზე, თუ როგორ უნდა შევიდნენ, როგორ აწარმოონ თავისი საქმიანობა, როგორ უნდა იზრუნონ ადამიანის უფლებებზე, რა თქმა უნდა აქ მიუღებელი არაფერი არ იქნება. პირველ რიგში სტანდარტებია დასაცავი. მე ზოგი ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცი, რომელიც მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმიტომ შედის, რომ განცხადება გააკეთოს და მეტად გამოჩნდეს, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მექანიზმებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად იმ ადამიანების უნარჩვევების ამაღლებაზე ვიზრუნოთ, რომლებსაც სურვილი აქვთ, მომავალში ასეთ მონიტორინგში ჩაერთონ, გადაწყვეტილება კი, შემდგომ იქნება მიღებული“, - განაცხადა კახიშვილმა.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics