|
2020-03-16 22:26:40, 1525 ნახვა
ეკონომიკა
აჭარაში მოქმედ ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მნიშვნელოვანი ინიციატივების შესახებ ისაუბრა და რეგიონში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიების შესახებ გააკეთა განცხადება. „ბიზნესს და კერძო სექტორს ამ პერიოდში აქვს განსაკუთრებული გამოწვევა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა. მათ, ვისაც ვალდებულება შესასრულებელი ქონდათ 2020 წლის 1 მარტიდან 1 ივლისამდე, აღნიშნული პერიოდისთვის არ დაეკისრებათ პირგასამტეხლო და მზად ვართ ნებისმიერი ინვესტორის მხრიდან მომართვის შემთხვევაში, განვიხილოთ ვალდებულების შესრულებისთვის დამატებითი ვადის მიცემის საკითხი. ჩვენ ამით გვინდა კიდევ უფრო მეტი სტიმული მივცეთ ბიზნესს და ამ გამოწვევას ყველამ ერთად ღირსეულად ვუპასუხოთ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კერძო სექტორის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ბრენდის ოპერატორებს, რომლებმაც საერთაშორისო სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად შეთავაზება გააკეთეს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)