|
2020-03-16 22:19:34, 16794 ნახვა
სპორტი
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე თვითიზოლაციაში იმყოფება
ლოზანის გრან პრის გამარჯვებული, ნანა ძაგნიძე შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა. ქართველმა მოჭადრაკემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. ევროპის ჩემპიონი საქართველოში ჩამოსვლის დეტალებს იხსენებს და საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო პერსონალის ეფექტურ მუშაობას აღნიშნავს. ამავდროულად, ძაგნიძე მადლობას უხდის ექიმებს, განსაკუთრებით კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ამირან გამყრელიძეს. ნანა ძაგნიძე: „როგორც კი თვითმფრინავიდან გამოვედით, მგზავრები სკანერ-კონტროლით შეგვამოწმეს, შემდეგ კი პასპორტ კონტროლი გავიარეთ. იქვე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სამართალდამცავებმა ქვეყანაში ამოქმედებული რეგულაციები გაგვაცნეს. მიუხედავად იმისა, რომ არ მხიბლავდა თვითიზოლაციის პერსპექტივა, დაუყოვნებლივ დავემორჩილე მათ მოთხოვნას. ყველას მოგიწოდებთ აუცილებლად დაემორჩილეთ იმ რეგულაციებსა და რჩევებს, რომლებსაც პროფესიონალებისგან ვიღებთ. ამით დავიცავთ ჩვენს თავს, ოჯახებს, საზოგადოებას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ექიმს და განსაკუთრებით ბატონ ამირან გამყრელიძეს ამ მძიმე სიტუაციაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის!“
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)