16:44 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 17:38:37, 1142 ნახვა

საზოგადოება
სილვიო დომენტე - "ჯანმო"-ს ექსპერტებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა გავაუმჯობესოთ საავადმყოფოების მზაობა

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა გავაუმჯობესოთ საავადმყოფოების მზაობა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიო დომენტემ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში ვირუსის ადგილობრივი გადაცემის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს კი, ძალიან მძიმედ აწვება სამედიცინო დაწესებულებებს, რადგან მიმართვიანობა საკმაოდ გაზრდილია. 

„კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ძალიან სწრაფად, თითქმის ყოველდღიურად იცვლება. ჩვენ თვალს ვადევნებთ, როგორც გლობალურად არსებულ მდგომარეობას, ასევე რეგიონალურ დონეზე. ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში ვირუსი უკვე ქვეყნის შიგნით გავრცელდა, ანუ დაფიქსირდა ადგილობრივი გადაცემის არაერთი შემთხვევა, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა. აღნიშნული კი ძალიან მძიმედ აწვება სამედიცინო დაწესებულებებს, რადგან მიმართვიანობა საკმაოდ გაზრდილია.  საქართველოში მდგომარეობა ჯერჯერობით ბევრად უკეთაა, აქ ფიქსირდება მხოლოდ პატარა კლასტერები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაფიქსირდა ვირუსის შიდა გადაცემა, არაა შიდა გავრცელება. თუმცა ქვეყანა მზად უნდა იყოს, უნდა მომზადდეს  ჯანდაცვის სექტორი და სამედიცინო დაწესებულებები, იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია გამწვავდება. აქვე ვურჩევ საქარველოს მოსახლეობას მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და მოერიდონ სხვა ადამიანებთან ხშირ და ახლო კონტაქტს. დაიცვან სოციალური დისტანცია“, - აღნიშნა სილვიო დომენტემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics