|
2020-03-16 15:14:10, 1533 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - პირდაპირი ფრენების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი და ველოდებით, რომ კიდევ უფრო შემცირდება
„პირდაპირი ფრენების რაოდენობა მინიმუმადეა დაყვანილი და ჩვენ ველოდებით, რომ კიდევ უფრო შემცირდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, „აირზენასთან“ თანამშრომლობით, მიმდინარეობს ევროპიდან საქართველოში ფრენების შენარჩუნება. „რა პროცესებიც მიმდინარეობს გლობალურად, სულ უფრო მეტი და მეტი ავიაკომპანია წყვეტს ფრენებს, ეს შეეხება, რა თქმა უნდა, საქართველოსაც. პირდაპირი ფრენების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილია და ჩვენ ველოდებით, რომ კიდევ უფრო შემცირდება. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ახლა საქართველოს მოქალაქეები სტუდენტები, სხვა კატეგორიები, ვისაც აქვს სურვილი, რომ ჩამოვიდნენ და იმის გამო, რომ შემცირდა ან შეწყდა საჰაერო კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნას შორის და ეს გაურთულდათ. ახლა ჩვენ მაქსიმალურ აქცენტს ვაკეთებთ ქართულ ეროვნულ კომპანიაზე, „აირზენასა“ და მის რესურსზე. „აირზენა“ მაქსიმალურად ჩვენი მხარდაჭერით აგრძელებს ფრენებს სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევინარჩუნოთ, თუნდაც რამდენიმე მიმართულება, ევროპიდან საქართველიში, რასაც მოემსახურება არიზენა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)