23:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 18:45:00, 452 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე თურქეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დღეს თურქეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ესწრებოდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორგანიზაციის მიერ აჭარაში უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს შეეხო.

თურქეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო ბათუმში ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციას გეგმავს. საკითხი 2015 წლის აპრილში განიხილეს ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის რეაბილიტაციის, ან ახალი საავადმყოფოს მშენებლობის საკითხი. სააგენტოს წარმომადგენელთა ინფორმაციით პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. ამ პროექტის შესახებ აჭარის მთავრობასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს შორის საბოლოო შეთანხმება 2015 წლის იანვარში არჩილ ხაბაძისა და ნუგზარ სურმანიძის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს შედგა. განიხილეს ქ.ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის თურქეთის სამედიცინო კლინიკებში გადამზადების პროექტი.

„"თიკა" მსოფლიოს 140 ქვეყანას ეხმარება სხვადასხვა მიმართულებით. ამ ეტაპზე ორგანიზაცია 2000-მდე პროექტს ანხორციელებს. ძირითადად ეს პროექტები მიმართულია მოსახლეობის, ხალხის ინტერესებისთვის, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სფეროში. ჩვენთვის ეს ერთგვარი დონორი ორგანიზაციაა, ისევე, როგორც სხვა ორგანიზაციები, რომლებთანაც ვთანაშრომლობთ“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ცნობისთვის, 2010–2011 წწ, თურქეთის თანამშრომლობისა და განვითრების სააგენტომ რეაბილიტაცია ჩაუტარა და საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა ხულოს, ქედისა და ჩაქვის პოლიკლინიკები. ამ პროექტისთვის მთლიანად, დაახლოებით, 1 მილიონი დოლარი დაიხარჯა; 2010 წელს, მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამკურნალო პროფილაქტიკურ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის პროფესიული დონის ამაღლებაში. 2011 წელს, Tika-ს დაფინანსებითა და ართვინის სატყეო სამმართველოს ხელშეწყობით აჭარაში ტყის მასივების მავნებელთაგან დასაცავად აჭარის სატყეო სააგენტოს გადაეცა საჭირო რაოდენობის პრეპარატი ფერომონი, რითაც დამუშავდა ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედას მუნიციპალიტეტების ტყეები. აღნიშნული პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება. 2012-2013 წწ, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საოფისე ინვენტარით აღიჭურვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი; 2013 წელს, სააგენტოს მიერ აშენდა, საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა სოფელ ცხემლარის პირველადი სამედიცინო პუნქტი; 2015 წელს გაიხსნა ქ. ბათუმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი. ცენტრის შენობა , ყოფილი მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი, აჭარის მთავრობამ საზოგადოება „თანა“-ს 10-წლიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics