2020-03-16 11:54:32, 1555 ნახვა
რეგიონი
საპროტესტო აქცია ტყიბულში - 200-მდე მეშახტე მუშაობაზე უარს აცხადებს
ტყიბულში მეოთხე დღეა 200-მდე მეშახტე მუშაობაზე უარს აცხადებს.
მეშახტეები დღეს ძიძიგურის შახტთან შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი მოთხოვნები სამუშაო პირობების გაუმჯობესება და გაცდენილი დღეების სრულად ანაზღაურებაა.
როგორც მეშახტეები აცხადებენ, შახტში უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,