23:55 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-15 12:18:11, 1633 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ მთავრობას გააზრებული აქვს ყველაფერი და მზადაა, წარმოდგენილი ზომები გაატაროს

ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ მთავრობას გააზრებული აქვს ყველაფერი და მზადაა, წარმოდგენილი ზომები გაატაროს, -ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია  „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში.“ განცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია კერძო სექტორს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რა ღონისძიებებს გაატარებს მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებისთვის.

 „ბიზნესისთვის საშუალოვადიან პერსპექტივაში ცნობილი უნდა იყოს მთავრობის გეგმების შესახებ, რათა გაურკვევლობა იყოს მინიმალური. მოდით, გადავაგოროთ კრიზისი და მერე ვნახოთ რა იქნება - ასე არ მოხდება. მათ ეცოდინებათ, რომ ექნებათ შეღავათი გადასახადების კუთხით, ასევე ექნებათ მხარდაჭერა ბანკების მხრიდან, ეცოდინებათ, რომ მოხდება ეკონომიკის სტიმულირება. ჩვენ კაპიტალურ ხარჯებს,  განსაკუთრებით, რეგიონებისთვის 250-დან 300 მილიონამდე კიდევ გავზრდით. იმ საშუალო და პატარა ზომის კომპანიებმა, რომლებიც რეგიონულ დონეზე მოღვაწეობენ, უნდა იცოდნენ, რომ მათაც ექნებათ საკმაოდ სოლიდური აქტივობები. შესაბამისად, არის ორი აუცილებელი ამოცანა - გავაჩეროთ და სტაბილიზაცია მოვახდინოთ ვირუსის გავრცელების და კერძო სექტორს საშუალოვადიან პერსპექტივაში ვაჩვენოთ, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ და მათთან შევათანხმოთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

კითხვაზე რა მიმართულებით შეძლება გამოყენებულ იქნას ფონდი „ქართუს“ მზაობა, ფინანსურად დაეხმაროს სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო გამოიყენებს ამ მხარდაჭერას.

„ფონდი „ქართუ“ რამდენიმე ათწლეულია მოღვაწეობს  და ბევრ სხვადასხვა სფეროს დახმარებია. მათი საქველმოქმედო პორტფელი საკმაოდ ფართოა. ამ შემთხვევაში, ეს მზადყოფნაც ძალიან მნიშვნელოვანი დასაფასებელია. ჩვენ მიერ წარმოდგენილი გეგმის განხორციელება, რასაკვირველია, ბიუჯეტიდან მოხდება. დამატებით, საჭიროების შემთხვევაში, რა როლს ითამაშებს ფონდი „ქართუ“ შეიძლება მათთან ერთად შევჯერდეთ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics