17:28 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-15 12:03:06, 1395 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა - სრულად ვმართვთ სიტუაციას, სავაჭრო ქსელებში კრიზისი არ იქნება

„ სავაჭრო ქსელში დღესდღეობით  მარაგები საკმარისზე მეტია,  სავაჭრო სექტორი საკმაოდ კარგად არის მომზადებული ყველა გამოწვევისთვის", -  ამის შესახებ ნათია თურნავამ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.  

„შეხვედრა გვქონდა სავაჭრო სექტორთან - დიდ სუპერმარკეტებთან, ქსელურ მაღაზიებთან,  ვისაუბრეთ არსებულ ვითარებაზე, დავრწმუნდით და დღეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იგივე გაჟღერდა, რომ   სავაჭრო ქსელში მარაგები საკმარისზე მეტია, ჩვენი სავაჭრო სექტორი საკმაოდ კარგად არის მომზადებული ყველა გამოწვევისთვის. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ რაიმე საფუძველი აჟიოტაჟური მოხმარებისთვის, ზოგიერთ პროდუქტზე ირაციონალურად გაზრდილი მოთხოვნისა არ არსებობს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობა ლოგისტიკურად სრულად მართავს მომარაგების საკითხს და ჩართულია თითოეული კონკრეტული მიწოდების ჯაჭვის მონიტორინგში. „ყველა პრობლემა ძალიან სწრაფად მოდის ჩვენამდე და ჩვენ ამას ვაგვარებთ, აქედან გამომდინარე, არანაირი საფრთხე პროდუქტების, პირველადი მოხმარების საქონლის შეუფერხებელი მიწოდებისა ჩვენს სავაჭრო ქსელებში არ არსებობს. ჩვენ სრულად ვმართვთ სიტუაციას და სავაჭრო ქსელებში კრიზისი არ იქნება", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

მისი თქმით,  რა თქმა უნდა, კორონავირუსი - ეს არის გლობალური, ახალი გამოწვევა, რასაკვირველია, ყველანი ცოტათი ვღელავთ, მაგრამ ეს არანაირად არ არის იმის საფუძველი, რომ ავყვეთ, ასე ვთქვათ, უსაფუძვლო აჟიოტაჟს და წუხილს, რადგან ამისი საფუძველი, ნამდვილად არ არსებობს.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა დღეს სავაჭრო სექტორში დასაქმებულთა როლს და მათ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც დასაქმებულია დღეს ჩვენს მაღაზიებში, სავაჭრო სექტორში - თითოეულ მოლარეს, თითოეულ კონსულტანტს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს დღეს, იმიტომ რომ მართლაც ძალიან დიდი მისია აკისრიათ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი არის სავაჭრო სექტორი, კომპანიები, ვინც ათობით და ათასობით ადამიანს ასაქმებს საქართველოში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics