|
2015-08-05 14:59:12, 664 ნახვა
საზოგადოება
მერია „თბილისობის“ დღესასწაულის კონცეფციის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია „თბილისობის“ დღესასწაულის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად აცხადებს კონკურსს „ჩემი თბილისობა“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს ან იურიდიულ პირს, ვისაც სურს ეს დღესასწაული უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს როგორც თბილისელებისთვის, ასევე, დედაქალაქის სტუმრებისთვის. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კონკურსი „ჩემი თბილისობა“ საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მოსაზრებებით, იდეებით წვლილი შეიტანოს და აქტიურად ჩაერთოს თბილისობის დღესასწაულის დაგეგმვაში. კონცეფცია უნდა ეხმიანებოდეს ქალაქის რეალურ გამოწვევებს და დღესასწაულის მსვლელობისას ისეთი გარემოს შექმნა უზრუნველყოს, რომელიც თბილისის ისტორიულ, კულტურულ მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს. ამასთან, წარმოაჩენს მის როლს თანამედროვე სამყაროში. „კონკურსანტებმა პროექტი ქართულ ენაზე, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, უნდა წარმოადგინონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველ სართულზე (მის: შარტავას ქ.N7). პროექტების წარდგენა 2015 წლის 18 აგვისტოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი. საკონკურსო კომისია, რომელსაც ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს, მაქსიმუმ სამ საუკეთესო კონცეფციას გამოავლენს. აღნიშნული კონცეფციები გახდება საჯარო და კვლავ მოქალაქეებს შეეძლებათ ონლაინ ხმისმიცემის საფუძველზე განსაზღვრონ გამარჯვებულთა რიგითობა. იმ პროექტს, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ემატება ხალხის ერთი ხმა. გამარჯვებული კონცეფციის ავტორი 14 000 ლარით, მეორე ადგილზე გასული - 9 000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული - 7 000 ლარით დაჯილდოვდება. სრული ინფორმაცია კონკურსის, მისი პირობების შესახებ განთავსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://tbilisi.gov.ge/ და ფეისბუკის გვერდზე - https://www.facebook.com/CityHallofTbilisi?ref=ts&fref=ts, (კულტურის საქალაქო სამსახურის ცხელი ხაზი - 2 378 549). ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მე-20 სართულზე 2015 წლის 6 აგვისტოს 14:00 საათზე გაიმართება ღია კარის დღე და კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა ყველა კითხვაზე მიიღონ პასუხი. ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა წერილობით უნდა მიმართონ ქალაქ თბილისის მერიას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisiculture@tbilisi.gov.ge.“,-აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)