22:16 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 15:10:59, 639 ნახვა

მსოფლიო
რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ, რუსული დელეგაცია სტრასბურგში ჩავიდა

რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ, რუსული დელეგაცია სტრასბურგში ჩავიდა. ევროსაბჭოს ზამთრის სესიაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად  რუსეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ. დღეს გახდება ცნობილი, თუ რას გადაწყვეტს ევროსაბჭო. სტრასბურგში იმყოფება ქართული დელეგაციაც, რომლებიც რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას ეთანხმებიან.
"ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულება, რომელიც ასევე არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა, ეს არის ის მთვაარი ამოსავალი წერტილი, რომლის გამოც, ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა იმ სანქციას, რომელიც ემსახურება რუსეთისთვის შეხსენებას იმისას, რომ  ვალდებულებების დარღვევა პასუხისმგებლობას იწვევს",-განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.
დეპუტატი თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ რუსეთისთვის საქნციების დაწესებასთან დაკავშირებით,  გადაწყვეტილების მიღებისას,   ევროსაბჭო შარშანდელ გამოცდილებას გაითვალისწინებს.
"შარშან აპრილში  ევროსაბჭომ როდესაც რუსეთის დელეგაციას ხმა შეუჩერა, დაუტოვა მას ღია კარი სწორედ მლაპარაკებების მაგიდისთვის და სტრასბურგის სესიის შემდეგ, ზუსტად 3 დღეში  მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საერთოდ წასულიყვნენ ყველანაირი ფორმატებიდან. ამიტომ, იმედი მაქვს, ეს გამოცდილება ყველას ახსოვს და ამის შესაბამისად იქნება მიღებული გადაწყვეტილება",-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ევროსაბჭოს ზამთრის სესიაზე განხილვები რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, რუს პოლიტიკოსებს ევროპაში პატივს მაინც  აღარავინ  სცემს.
"რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ამ კვირის დებატები, რუსი პოლიტიკოსები ევროპაში უკვე კეთროვანები არიან. მათ ხელს აღარავინ ართმევს. მათთან მეგობრობა აღარავის არ სურს, იმიტომ, რომ ისინი  წარმოადგენენ აგრესორ სახელმწიფოს. სახელმწიფოს, რომელიც  მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე სისხლისღვრას აჩაღებს",-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics