|
2020-03-14 14:05:01, 1942 ნახვა
ეკონომიკა
ერთთვიანი უფასო წვდომა 6 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე
16 მარტიდან ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობების უპრეცედენტო მხარდაჭერით, თავის მომხმარებლებს სთავაზობს ერთთვიან უფასო წვდომას 6 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე. განახლებული SABA Reader აპლიკაციების (Android და iOS) საშუალებით როგორც ახალი, ასევე არსებული მომხმარებლები ერთი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკის გამოწერის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. „საბას“ მთელ ბიბლიოთეკაზე ერთთვიანი უფასო წვდომის აქტივაცია მხოლოდ SABA Reader აპლიკაციებიდან იქნება შესაძლებელი. თითოეული ახალი მომხმარებელი 4 წიგნიანი პაკეტის აქტივაციას შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ თაროზე ერთდროულად 4 წიგნის განთავსებას შეძლებენ, თუმცა „საბას“ ბიბლიოთეკიდან აღებული წიგნების უკან დაბრუნება და სხვა წიგნებით ჩანაცვლება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, რაც მომხმარებლებს 6 000-ზე მეტ წიგნზე შეუზღუდავ წვდომას აძლევს. რაც შეეხება „საბას“ არსებულ მომხმარებლებს, ანუ მათ, ვისაც გამოწერის სერვისის ფარგლებში ერთთვიანი, ექვსთვიანი ან ერთწლიანი მოცულობის პაკეტები უკვე შეძენილი აქვთ, აქციის პირობებში ერთთვიანი უფასო წვდომა საჩუქრად დაემატებათ. „საბას“ ექსპერტი (8 წიგნიანი) პაკეტის მფლობელები კი ერთთვიანი უფასო წვდომის განმავლობაში 4 წიგნიანი პაკეტის ნაცვლად კვლავ 8 წიგნიანი პაკეტით ისარგებლებენ. ერთთვიანი უფასო წვდომის ამოწურვის შემდეგ, ახალ მომხმარებლებს ფასიანი პაკეტები ავტომატურად არ გაუაქტიურდებათ. წიგნის ყველა მოყვარული მიიღებს შესაბამის ინფორმაციას და სურვილისამებრ გააგრძელებს აპლიკაციის ფასიან სერვისს. ლიტერატურული პრემია „საბას“ კვალდაკვალ ელექტრონული წიგნების სახლი თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2012 წელს დააფუძნეს. „საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკა 6 000-ზე მეტ წიგნს (მათ შორის, ხმოვანს), პოდკასტებსა და ლექციებს აერთიანებს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)