15:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 12:47:26, 584 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს დაეხმარება

თბილისის მერია გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს დაეხმარება.

 ამის შესახებ  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

დავით ნარმანიამ ხანძრის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა  და განაცხადა, რომ გამგეობა და შესაბამისი სამსახურები გარდაცვლილთა ოჯახებს დახმარებას გაუწევენ. 

„ყველამ ვნახეთ გუშინდელი უბედური შემთხვევის ამსახველი კადრები. ჩვენდა სამწუხაროდ, შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, ხანძარს ორი ჩვენი თანამოქალაქე ემსხვერპლა. მინდა, მათ ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თბილისის მერია ამ ოჯახებს გვერდით დაუდგება და შესაბამისი მომსახურება, საჭიროებები ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი. ამიტომ, მე მინდა დავავალო „ჰერმესის“ ხელმძღვანელს და შესაბამის გამგეობებს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ამ ოჯახების მხარდასაჭერად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გუდაუთის ქუჩაზე საღებავების საწყობში გაჩენილ ხანძარს გუშინ ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics