|
2020-03-13 19:01:10, 11629 ნახვა
ომი უკრაინაში
სეზონური გრიპი, ალერგია, გაციება თუ covid19 - როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან სიმპტომები
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიო მასშტაბით 137 000-ს აღემატება. ამ ფონზე შესაძლოა გაციება, სურდო, ოდნავი ყელის ტკივილი, ან ხველა სიმპტომებად მოგვეჩვენოს. თუმცა საქმე არც ასე მარტივადაა.
როგორც დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ბოლო დღეების განმავლობაში, მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, სეზონური გრიპისა და გაციების სიმპტომებით ექიმთან მიმართვიანობა გაზრდილია. ამიტომ მნიშვნელოვანია შეგვეძლოს covid19-ისა და სეზონური ვირუსის ერთმანეთისგან გარჩევა.
CNN-ის ჟურნალისტებთან საუბრისას მაიოს კლინიკის მედიცინისა და ინფექციური დაავადებების პროფესორი გრეგ პოლანდი საუბრობს, რა განსხვავებაა ალერგიის, გაციების, გრიპის სიმპტომებსა და კორონავირუსის სიმპტომებს შორის.
თვალების ქავილი, სურდო, ხველა, ქავილი, გამონაყარი - ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ალერგიას ახასიათებს. სეზონურო ალერგიის სიმპტომები ძირითადად თვალებისა და ცხვირის გაღიზიანებას იწვევს.
როგორც პოლანდი ამბობს, ალერგია პერიოდულად გვხვდება, ამიტომ თუ მსგავსი სიმპტომები გაწუხებთ წლიდან წლამდე, ერთსა და იმავე დროს, საშიში არაფერია, რადგან ალერგიას, როგორც წესი, მსუბუქი სიმპტომები ახასიათებს. მისივე თქმით, ამ დროს უმჯობესია მიიღოთ ექიმის რეკომენდაციით წამლები, რაც ალერგიისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.
გრიპის დროს ღიზიანდება ცხვირი, ყელი და ფილტვები. რაც შეეხება გაციებას, ამ დროს ღიზიანდება მხოლოდ ყელი და ცხვირი.
გარდა ამისა, გრიპს თან ახლავს ტემპერატურა, გაციებას კი, არა. ასევე, გაციების შემთხვევაში სიმპტომები თანდათან იმატებს.
გრიპს თან სდევს მტვრევის შეგრძნება და კანკალი, თავის ტკივილი და სისუსტე - ეს ყოველივე გაციების შემთხვევაში არ გვხვდება. გაციების დროს ხშირია ცემინება, გრიპის დროს კი, არა.
რაც შეეხება სურდოსა და კორონავირუსს, ისინი ძირითადად გავლენას ახდენენ ქვედა სასუნთქ გზებზე.
ვირუსის დასაწყისში გრიპსა და კორონავირუსს მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. ორივე იწვევს სიცხეს, ხველას, კუნთების ტკივილს, დაღლილობას, ზოგჯერ ღებინებასა და დიარეას. ეს შეიძლება იყოს რბილი ან მძიმე, იშვიათ შემთხვევებშიც კი ფატალური.
"გვაწუხებს ხანდაზმული ადამიანები, ასთმის ან ფილტვების სხვა დაავადებების მქონე ადამიანები, გულის დაავადებების ან დიაბეტის მქონე პირები და ასევე ორსული ქალები, რადგან რესპირატორული დაავადებების მქონე პირების საკითხი უფრო საყურადღებოა” - აღნიშნავს ის.
როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გიფიქსირდებათ და ექიმთან მიდიხართ, პოლანდი ამბობს, რომ ნებისმიერი ექიმი ვალდებულია დაგისვათ რამდენიმე კონტექსტუალური კითხვა, რათა მოხერხდეს გრიპისა და კორონავირუსის ერთმანეთისგან ნაწილობრივ გამიჯნვა, მაგალითად: ახლახანს იმოგზაურე, თუ არა და სად? იყო ვინმეს თქვენს სახლში, ან გყავთ თანამშრომელი ან სკოლის მეგობარი, თანაკურსელი, რომელიც მოგზაურობდა და თუ მოგზაურობდა, სად? იყო ვინმე თქვენს სახლში იმ ტერიტორიებიდან, სადაც ყველაზე მეტადაა დაავადება გავრცელებული? გქონდათ თუ არა ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი.
ისეთ შემთხვევაში, თუ ზემოთ მოყვანილი, ექიმ პოლანდის მიერ ჩამოთვლილი პუნქტებდან, რომელიმეზე საკუთარ თავს უპასუხებდი რომ, კი ასეა, და აქამდე ექიმისთვის არ მიგიმართავთ, უმჯობესია მიმართოთ ექიმს, დეტალურად აუღწეროთ სიმპტომები და ის მოგცემთ ზუსტ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ.
თუ კონტაქტი არ გქონიათ ზემოაღნიშნულ შემთხვევებთან და გვაქვთ გრიპის სიმპტომები, გავიაროთ სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და თუ საჭიროდ ჩათვლის ექიმი, ამის შემდეგ წავიდეთ საავადმყოფოში. ამგვარად თავს დავაღწევთ რიგებსა და ხალხმრავლობას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვეულებრივმა სეზონურმა გრიპმაც შესაძლოა უყურადღებობის შემთხვევაში ფატალური შედეგი დააყენოს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უმჯობესია დავრჩეთ სახლში, დავიცვათ ჰიგიენის წესები, მივყვეთ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს - თავი ავარიდოთ ხალხმრავლობას, ვიმუშაოთ დისტანციურად, ხშირათ დავიბანოთ ხელები, გავანიაო სახლი და სხვა.
დასარულს შეგახსენებ, რომ საქართველოში კორონავირუსის, covid19-ის პრევენციის მიზნით, მუშაობს
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505
დაავადებათა კონტროლოს ცხელი ხაზი: 116 001
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)