|
2020-03-13 18:19:08, 1655 ნახვა
საზოგადოება
ვლადიმერ ბორცვაძე - შსს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად განაგრძობს
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. „ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თბილისში, აჭარაში, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოვლინდნენ დამრღვევი პირები, რომლებიც გადაყვანილი არიან იძულებით საკარანტინო ზონაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს. კონტროლისა და მონიტორინგის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“, მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების საშუალებით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს პერმანენტულად აწვდის ინფორმაციას და აფრთხილებს. ასევე, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს საკარანტინო ზონების მონიტორინგსა და დაცვას. ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით (https://www.police.ge) და მომსახურების სააგენტოს (https://www.sa.gov.ge), ერთიანი მომსახურების ცენტრებს (ტელეფონი: 2414242) და მიგრაციის დეპარტამენტს (ტელეფონი: 2419607; 2419634; ელ.ფოსტა: migration@mia,gov.ge) მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაძლო სტრუქტურული ერთეული, რომლებსაც შესაძლებლობა გააჩნია, გადაყვანილია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე“, - განაცხადა ბორცვაძემ.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)