|
2020-03-13 18:11:25, 1763 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები გადაუვადდებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებენ
ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები ოთხი თვის განმავლობაში გადაუვადდებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს არის მთლიანად საქართველოს სასტუმროების და რესტორნების ინდუსტრია, ეს არის ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, საექსკურსიო საქმიანობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები და სხვა, ტურისტული ინდუსტრიის მომიჯნავე ინდუსტრია", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განცხადებით, შეღავათი შეეხება 18 000 კომპანიას. ნათია თურნავას თქმით, გადასახადების გადავადების საკითხი სწორედ ტურიზმის ინდუსტრიის მხრიდან დაისვა . „მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ძალიან კონსტრუქციული დიალოგისთვის ტურიზმის სექტორს. საუბარი იყო არა რაიმეს პატიებასა და შემცირებაზე, ან რაიმე განსაკუთრებულ შეღავათზე, არამედ, სექტორს აქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე თვეში ეს გამოწვევა გადალახული იქნება, შესაბამისად, მათ გვთხოვეს გადასახადების გადავადება, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მინისტრის თქმით, ეს ერთი მხრივ ტურიზმის სექტორს იმის საშუალებას აძლევს, რომ გაუმკლავდნენ ამ რთულ პერიოდს, და საკმარისი რესურსი დარჩეს თავად ამ დარგში, მიმდინარე ხარჯები და ტვირთი შეუმცირდეთ და ამავდროულად მოემზადონ იმ მომენტისთვის, როცა ტურისტული ბიზნესის მაღალი განვითარების დინამიკა აღდგება. „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რამდენიმე თვეში აღდგება ჩვენი ტურისტული ბიზნესის მაღალი განვითარების დინამიკა. ეს იყო მათი თხოვნა, აბსოლუტურად კორექტულად დასმული , ვინაიდან ეს არის დროებითი გამოწვევა და ერთად ყველანი გადავლახავთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)