|
2015-08-05 11:33:47, 556 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრმა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა 5 მუნიციპალიტეტში აამოქმედა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა 5 მუნიციპალიტეტში დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, სისტემა რეალურ რეჟიმში უკვე ახმეტის საკრებულოსა და გამგეობაში ფუნქციონირებს. ეტაპობრივად კი იგი ყვარლის, ქარელის, ხაშურისა და ხობის საკრებულოებსა და გამგეობებშიც ამოქმედდება. აღსანიშნავია, რომ თითოულ მუნიციპალიტეტში სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით თანამშრომელთა ტესტირება და ტრენინგიც ჩატარდა. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და განხორციელების პროცესში უდიდეს როლს შეასრულებს. მისი დახმარებით საკრებულოებსა და გამგეობებს თანამშორმლებთან, მოქალაქეებთან თუ სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ. სისტემა მუნიციპალიტეტებს ფუნქციების ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება, მათი საქმის წარმოების პროცესს კი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს. კერძოდ, ქაღალდის დოკუმენტები მთლიანად ელექტრონულით ჩანაცვლდება, იფუნქციონირებს მონაცემთა ერთიანი ბაზა, შემცირდება მოქალაქეთა მომსახურების დრო, სერვისების მიწოდების პროცესი კი სრულყოფილი და ეფექტური გახდება, ამოქმედდება დოკუმენტების ელექტრონული არქივი, მოქალაქეთა განაცხადების შესრულებისა და კონტროლის მექანიზმები. ამას გარდა, პროგრამის ელექტრონული ბაზის დახმარებით, საკრებულოებსა და გამგეობებს შორის დოკუმენტების მიმოცვლა სრულად ავტომატიზებული გახდება, რაც შეამცირებს მათ ფინანსურ და დროით ხარჯებს, საქმიანობას კი კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა სერვისების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოქალაქეებისთვისაც. პროგრამის დახმარებით მათ საშუალება მიეცემათ, ინფორმაცია უწყებაში დაცული მონაცემების შესახებ ელექტრონული განაცხადით, ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე, ინტერნეტით მოითხოვონ და პასუხიც ასევე ელექტრონულად მიიღონ, პროგრამაში მოიძიონ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტი და ამ დოკუმენტთან დაკავშირებით უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კასპის, ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტებში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის ბაზების აგებაზე მუშაობს. სისტემა მომდევნო ეტაპზე სწორედ ამ მუნიციპალიტეტებში დაინერგება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ,,ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და გამგეობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)