|
2020-03-13 14:27:09, 1933 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებულ რამდენიმე დარგში დასაქმებულ კომპანიებს, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს ოთხი თვით გადაუვადებს
საქართველოს მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებულ რამდენიმე დარგში დასაქმებულ კომპანიებს ოთხი თვით ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს გადაუვადებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კორონავირუსის გამო ბიზნესსა და ეკონომიკას დარტყმის შერბილებაში მთავრობა უნდა დაეხმაროს. „მთავრობა ამ ეტაპზე, ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებში და ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, საექსკურსიო კომპანიების და სხვა სფეროებში, ოთხი თვით გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს, პირველ ნეომბრამდე“, – აღნიშნა პრემიერმა. მისი თქმით, ეს შეეხება 18 ათას კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და ასევე 50 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს. „ ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში ოთხი თვის განმავლობაში – მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)