|
2020-03-13 14:07:40, 6679 ნახვა
Lifestyle
"არავინ ჩაეხუტა, ქეითი მას არც უყურებდა": მეგობრებმა მეგან მარკლის სამეფო ოჯახთან ბოლო შეხვედრაზე ისაუბრეს
პრინც ჰარის და მეგან მარკლს სამეფო ოჯახის ტიტულებს და რეგალიებს ოფიციალურად 31 მარტს ჩამოართმევენ. მათ სასექსების ოჯახის მაღალი წოდება აღარ ექნებათ და ცხოვრებას დამოუკიდებლად გააგრძელებენ. მეგან მარკლის მეგობრებისგან ცნობილი გახდა, რომ მსახიობი სამეფო ოჯახზე ნაწყენია, რადგან ლონდონში ბოლო ვიზიტის დროს მას ძალიან ცივად დახვდნენ. სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით საჯაროდ 9 მარტს გამოჩნდა. შეხვედრის შემდეგ მეგანმა მეგობრებს უამბო ის გარემოება, რომ სამეფო ოჯახი მას ძალიან ცივად მოექცა. "შეხვედრაზე ყველა დაძაბული და აღელვებული იყო. მეგანს არავინ უახლოვდებოდა და ქეითი მას თვალს მუდმივად აშორებდა. გასაგები იყო, რომ ოჯახი მეგანის და ჰარის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მას (მეგანს) არ უნდა არჩის აღზრდა ოჯახში, სადაც ის სითბოს ვერ იგრძნობს. ის შექმნის გარემოს, სადაც გრძნობების გამოვლენის პრობლემა არავის ექმნება. ამ შეხვედრამ მეგანი მიღებული გადაწპვეტილების სისწორეში საბოლოოდ დაარწმუნა", - უთხრა Daily Mail-ს ინსაიდერმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)