01:25 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 21:06:55, 1996 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნესმენების და მთავრობის შეხვედრა დასრულდა - მთავრობა აპირებს, მხარი დაუჭიროს ბიზნესს, გამოწვევის მართვაში

პრემიერ-მინისტრის მხრიდან დაფიქსირდა კონკრეტული ინიციატივები, რომლებითაც საქართველოს მთავრობა აპირებს, მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ამ გამოწვევის მართვაში, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
 მისი თქმით, პრემიერის ინიციატივები ეხებოდა მხარდაჭერას, როგორც მიმდინარე ხარჯების კუთხით, ასევე საგადასახადო ვალდებულებებს, რომელიც ბიზნესს კორონავირუსით გამოწვეული ფაქტორების ფონზე შესაძლოა ტვირთად დააწვეს.
 „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მსხვილ კომპანიებს შორის. ამ შეხვედრის მიზანი იყო, გაგვევლო ის საკითხები, რომელიც ბიზნესს აწუხებს და გამოწვეულია კორონავირუსით, რომელიც გლობალური გამოწვევაა და არა ლოკალური გამოწვევა საქართველოსთვის. ბიზნესის წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი საჭიროებები, იმისთვის, რომ ეფექტურად მართონ ვირუსით გამოწვეული შედეგები. საუბარი შეეხო საბანკო ვალდებულებების მოსამხურებაში სახელმწიფოს მხარდაჭერა, ასევე მნიშვნელოვანი საგადასახადო ვალდებულებების კუთხით გარკვეული შეღავათების მინიჭება", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
 ბიზნესომბუდსმენის თქმით, სახელმწიფოს აქვს რესურსი და სურვილი, რიმ მხარი დაუჭიროს ბიზნესს და კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები ერთობლივად გადაიჭრას.
 „აქ მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა გააგრძელოს თავისი საქმიანობა იმ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომელიც აქამდე მოქმედებდა და მეორეს მხრივ, მას ჰქონდეს სახელმწიფოს და ხელისუფლების იმედი, რომ ყველა ასეთი გამოწვევა იქნება ერთობლივად ეფექტურად მართული.  ჩვენ ძალიან დადებითად ვართ განწყობილები და ვფიქრობთ, რომ მთავრობა მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს ბიზნესს. პრემიერ-მინისტრმა ასევე დააფიქსირა კონკრეტული ინიციატივები, რაც შეეხებოდა კონკრეტულ თანხებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში მიიმართება, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ბიზნესი  მზად არის,  დაეხმაროს სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო მზად არის, რომ ბიზნესს რა გამოწვევებიც აქვს, დაეხმაროს სწრაფ რეაგირებაში, - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს, კერძოდ ტურიზმს და სავაჭრო ქსელებს. ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა.  

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რაც აქვს ბიზნესს, კერძოდ ტურიზმს და მათ შორის სავაჭრო ქსელებს. ვისაუბრეთ,  თუ როგორ შეიძლება მსგავსი პრობლემების გადაჭრა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს არ გვაქვს ძალიან სახარბიელო სიტუაცია არა მხოლოდ ჩვენ, მთელს მსოფლიოში მსგავსი სიტუაციაა. თუმცა,  ძალიან დამაიმედებელი არის ის, რომ ბიზნესი ყველანაირად მზად არის,  დაეხმაროს სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო მზად არის, რომ ბიზნესს რა გამოწვევებიც აქვს, დაეხმაროს სწრაფ რეაგირებაში. მე ვფიქრობ, რომ ყველას პასუხისმგებლობაა ეს. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პრეროგატივა, კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთობლივად ვეცდებით, რომ უახლოეს მომავალში გადავჭრათ ყველა ის გამოწვევა, რომელიც რეალურად იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა, მათი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა და ის, რომ ყველა გაუფრთხილდეს სხვა ადამიანებს, თვითიზოლაციაც დაიცვან იმიტომ, რომ ის მოქმედებს ჩვენზეც და ჩვენც  რომ შევიტანოთ წვლილი ეკონომიკის განვითარებაში, მინიმუმ ჯანმრთელები უნდა ვიყოთ.  ყველა უნდა იყოს მობილიზებული და მხოლოდ სახელმწიფოს იმედად არ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი ჩვენს საქციელზე', - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics