|
2020-03-12 17:05:47, 1887 ნახვა
საზოგადოება
აკნე
კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა აკნე და ის, ძირითადად ვითარდება თინეიჯერულ ასაკში. როგორც ვიცით, მოზარდები საკუთარ გარეგნობას საკმაოდ სენსიტიურად აღიქვამენ. სწორედ ამიტომ, სახეზე გამონაყარი მათთვის ემოციურად საკმაოდ სტრესულია და ხშირ შემთხვევაში, მათ ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. აკნესთვის დამახასიათებელი გამონაყარი ვლინდება ძირითადად სახის არეში, მხრებსა და ზურგზე. როგორ ვითარდება და გამოვლინდება? აკნე წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანზე ხდება თმის ფოლიკულების ბლოკირება ცხიმით და მკვდარი კანის უჯრედებით (ეპიდერმისით). მათი სრული დაბლოკვისას, კანზე თეთრი ფერის კომედონები წარმოიქმნება, ხოლო ნაწილობრივის დროს შავი ფერის. აკნეს წარმოქმნის თმის ფოლიკულში მცხოვრები, ერთი შეხედვით, უწყინარი ბაქტერია Propionibacterium Acne. როდესაც ეს უვნებელი ბაქტერია მოხვდება დახშულ ფოლიკულში, ის მრავლდება და ამ გამრავლებით წარმოქმნის ანთებით პროცესს. ეს პროცესი კანზე პაპულებს აჩენს და თუ გართულდა,გავრცელდა, შეიძლება წარმოიქმნას კისტები, ზოგჯერ ნაწიბურებიც. აკნეს ტიპის გამონაყარი ჰორმონალური დონის ცვლილებითაც ჩნდება კანზე. უფრო ზუსტად, ამ პროცესში ანდროგენები(სასქესო ჰორმონები) მონაწილებენ. მათი დისბალანსი იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციის გაძლიერებას. ჰორმონალური ცვლილებები, ორგანიზმში ძირითადად თინეიჯერულ ასაკში ხდება, ხოლო დაახლოებით 20 წლის ასაკისთვის უკვე სტაბილურდება და შესაბამისად, აკნეც მცირდება. გოგონებში გამონაყარი ასევე უკავშირდება ციკლს. ეს აკნეს პერიოდულ გაუარესება-გაუმჯობესებაში გამოიხატება. როგორ ისმება დაიგნოზი? აკნეს დიაგნოზს, გამონაყარზე დაკვირვებით სვამენ და შესაბამისად, დანიშნულებაზეც სწორედ მისი რაოდენობა და ფორმა ახდენს გავლენას. რიგ შემთხვევებში, როდესაც უკვე გართულებულია გამონაყარის მიმდინარეობა, ჰორმონალური ან სხვა სახის ტესტის ჩატარება ხდება საჭირო. როგორ ვუმკურნალოთ? მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დაიცვათ ჰიგიენა და ყოველდღიურად ჩაიტაროთ სახის მოვლის პროცედურები. ასევე შეგიძლიათ სახე ჩამოიბანოთ საპნით დღეში ერთხელ ან ორჯერ. თუმცა ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ ის არ აღიზინებდეს კანს. სამკურნალო საპნების გამოყენება ხშირად არ არის რეკომენდირებული, რადგან შეიძლება ამით უფრო მეტი ზიანი მიაყენოთ საკუთარ კანს. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ნეიტრალური საპონი, ან თუნდაც საბავშო საპონი, რათა თავიდან აიცილოთ სახის კანის გაღიზიანება. აკნესთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაძლებელია ექიმთან ონლაინ კონსულტაციის გავლა Redmed-ის საშუალებით. აკნეს სამკურნალოდ გამოიყენება ადგილობრივი და სისტემური მედიკამენტები. ადგილობრივი მედიკამენტები: რეტინოიდები ანტიბიოტიკები სალიცილის მჟავა და აზელაინის მჟავა დაფპსონი სისეტემური მედიკამენტები: ანტიბიოტიკები, კონბინირებული ორალური კონტრაცეპტივები ანტიანდროგენული საშუალებები იზოტრეტინიონი
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)