|
2020-03-12 14:31:48, 6961 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის განცხადებით, დღეს კარანტინს რამდენიმე მოქალაქე დატოვებს
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, დღეს კარანტინს რამდენიმე მოქალაქე დატოვებს. მისი თქმით, მათი დაკვირვების ქვეშ მყოფ 8 მოქალაქეს ჩაუტარდა განმეორებითი ტესტირება და რვავე მათგანის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. „ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 37 მოქალაქე. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ 8 მოქალაქეს გუშინ გაუკეთდა რეტესტირება იმისათვის, რომ დაგვედგინა არიან თუ არა კორონავირუსის მატარებლები, თუმცა ვიცოდით რომ უარყოფითი ჰქონდათ. ზოგიერთს გამოეხატა ტემპერატურული რეაქცია ჩვენი დაკვირვებიდ ქვეშ ყოფნის პერიოდში და ამიტომაც ჩატარდა რეტესტირება. რეტესტირების პასუხი გუშინ ღამით მივიღეთ და რვავეს ნეგატიური პასუხი აქვს. ამიტომ მათგან უმრავლესობა დღეს კლინიკას დატოვებს. ასეთი პიროვნებებისათვის საკარანტინე ვადა დამთავრდა. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი კვლავ რჩებიან დაკვირვების ქვეშ და როგორც კი გავა დაკვირვების ვადა, მათაც გავათავისუფლებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ 8 პაციენტიდან 6 მაინც დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)