16:44 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 11:43:08, 7301 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - პაციენტი მძიმე პნევმონიით დღეს დასტაბილურდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებული 5 პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელსაც მძიმე პნევმონია აღენიშნებოდა დღეს სტაბილურადაა.

მისი თქმით, ლუგარის ტესტირება უკვე რამდენიმე კლინიკაშია შესაძლებელი და 17 ახალი პაციენტის პასუხს 2 საათში ელოდებიან.

"დღეს 11-ის ნახევრის მონაცემებით გვიწევს 45 პაციენტი, აქედან 21 ინფიცირებულია. ოცდამეერთე პაციენტი არის არსებული 4 კლასტერიდან, ანუ ახალი ინფიცირების წყარო არ გვაქვს . გუშინ დღის პირველ ნახევარში აღებულ ტესტირებით 11 პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ და ეს პაციენტები თვითიზოლაციაში ან საკარანტინე ზონაში გადავიყვანეთ. 

17 პაციენტის პასუხს ველოდებით, უკვე რამდენიმე კლინიკაში ხდება ლუგარის ტესტის ჩატარება, თუმცა შედეგები ჯერ არ არის ცნობილ წინასწარი მონაცემებით ნეგატიურ პასუხს ველოდებით. დაახლოვებით 2 საათში ზუსტი პასუხები იქნება ცნობილი.

ამ ეტაპზე 5 პაციენტს დაუდასტურდა პნევმონია. ერთ-ერთი იყო შედარებით მძიმე მიმდინარეობით, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურდა მისი მდგომარეობა, დანარჩენი ოთხს კი სტაბილურად მსუბუქი პნევმონია უფიქსირდება. დაავადება არ პროგრესირებს", - განაცხადა მარინა ეზუგბაიაიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics