2020-03-11 22:37:41, 2341 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტს საკითხის დისტანციური განხილვის და ელექტრონული კენჭისყრის შესაძლებლობა ექნება
არსებული ვითარების გათვალისწინებით, საპარლამენტო ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, რეგლამენტში ცვლილებები განიხილება, რომლის თანახმადაც, პარლამენტს საგანგებო სიტუაციებში საკითხის დისტანციური განხილვის და ელექტრონული კენჭისყრის შესაძლებლობა ექნება.
"პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები დღეს დაინიცირდება, რომლის თანახმადაც საგანგებო სიტუაციებში პარლამენტს საკითხის დისტანციური განხილვის და ელექტრონული კენჭისყრის შესაძლებლობა ექნება" - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან