|
2020-03-11 17:58:34, 1890 ნახვა
საზოგადოება
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან კონტაქტის გამო, კარანტინში გადავიდა
„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ტელევიზიის ერთ-ერთი ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში გადავიდა. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში გადავიდა. ამის შესახებ „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მელაძე აღნიშნავს, ჟურნალისტს კომუნიკაცია ჰქონდა მთავრობის იმ წევრთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. „ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში. ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა, სახლში ინფიცირებულის ოჯახთან, სწორედ ამ დროს გავიგეთ, რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში (და არა ის, რომ თითქოს თვითიზოლაციაში მყოფი პირის გადასაღებად მივიდა). გადაღება ხდებოდა ღია სივრცეში, დაცული დისტანციით, თუმცა რეკომენდირებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში“, - წერს ნოდარ მელაძე. ცნობისთვის, საუბარია ჟურნალისტის მიერ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ჩაწერაზე, რომელსაც თავის მხრივ, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)