2020-03-11 17:00:14, 2201 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.8791 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.8463 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0328 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.2591 ლარი ეღირება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.2274 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0317 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,