19:01 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 15:52:54, 1621 ნახვა

საზოგადოება
„M2ჯგუფი“ „სვეტის“ შეჩერებული ობიექტების მშენებლობას იწყებს

„M2ჯგუფი“ მირცხულავას ქუჩაზე, სამშენებლო კომპანია „სვეტისგან“გადაბარებულ ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. მშენებლობის ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და „M2-ის გენერალურ დირექტორთან, ირაკლი ბურდილაძესთანერთად იმყოფებოდა.

კახა კალაძემ „M2 ჯგუფის“ მომავალ მობინადრეებს მშენებლობის დაწყება პირადად მიულოცა, ხოლო პროცესში ჩართულ უწყებებს - პროკურატურის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა, ყველას მივულოცო ეს დღე და წარმატებები ვუსურვო. დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ ეს შეთანხმება მომხდარიყო და დღევანდელ დღემდემოვსულიყავით. ამ ხნის განმავლობაში, იყო უამრავი იმედგაცრუება, თუმცა ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. ყოველთვის ვიცოდით და გვჯეროდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. ეს საუკეთესო პრეცედენტია. ქალაქში ყველა შეჩერებული მშენებლობის  და  კომპანიების მხრიდან დაზარალებული  მოქალაქეების მიმართ  ჩვენი მიდგომა ანალოგიური იქნება - მაქსიმალურად ყველას დავეხმარებით, ხელს შევუწყობთ, რომ საცხოვრებელი სახლებიდაიბრუნონ. ამ შემთხვევაში, 2500 ოჯახზეა საუბარი. ბევრი უცხოეთშია წასული და შრომობს, წვალობს, რომ თავიანთი შვილები, ოჯახები არჩინონ. მათ აღმოაჩინეს, რომ ერთ დღეს ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ ჩვენი ჩართულობითა და სახელმწიფოს გვერდზე დგომით, დღეს ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. სამი წლის განმავლობაში,ყველაფერი სრულად იქნება მოწესრიგებული და დაზარალებულ მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი სახლებიექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მშენებლობების დასრულების მიზნით, „M2 ჯგუფი“ მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს დაM2 ჯგუფის“ მიერსრულად ფინანსდება. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას კი სამშენებლო კომპანია BK Construction-ი უზრუნველყოფს.

„M2 ჯგუფსა“ და თბილისის მერიას შორის მიღწეულიშეთანხმების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები „სვეტის“ დანარჩენ ობიექტებზე ეტაპობრივად განახლდება და სამ წელიწადში დასრულდება. 2500-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ ბინას დათქმულ ვადაში მიიღებს.

ღონისძიებას თბილისის მერიის, „M2 ჯგუფისა“ და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე, სვეტის“ მიერ დაზარალებული მობინადრეები ესწრებოდნენ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics