|
2020-03-11 12:28:48, 1596 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მეწარმეებს პოლიეთილენის პარკების მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეწარმეებს პოლიეთილენის პარკების მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა და მოუწოდა, აკრძალული პროდუქცია კანონთან შესაბამისობაში არსებული ალტერნატიული პარკებით ჩაანაცვლონ. კახა კალაძე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კანონით აკრძალული, თუმცა კანონდარღვევით ჯერ კიდევ მიმოქცევაში არსებული პოლიეთილენის პარკების საკითხს შეეხო. როგორც მან აღნიშნა, მეწარმეებისთვის პირველ ეტაპზე მიცემული გაფრთხილებების მიუხედავად, გაფრთხილებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდარღვევის 48 შემთხვევა გამოავლინა. „ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ეკოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება მხოლოდ მწვანე სივრცეების შექმნით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომლის მიხედვითაც, დედაქალაქის მერიას ეკონომიკურ ბაზარზე პოლიეთილენის პარკების გაკონტროლება დაევალა. კანონითაა დადგენილი, რომ პოლიეთილენის პარკების გამოყენება იკრძალება. ეს არის საზიანო გარემოსთვის, ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. პირველ ეტაპზე, მეწარმეებს მიეცათ გაფრთხილება, პოლიეთილენის პარკების მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებით. ბოლო დღეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გაფრთხილებით გათვალისწინებული ვადა ამოიწურა, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 350 ობიექტი შეამოწმა. გამოიწერა სამართალდარღვევის 48 ოქმი. დაჯარიმდნენ მეწარმეები - ისინი, ვინც გაფრთხილებით გათვალისწინებულ ვადაში არ მოახდინეს რეაგირება და მათი საქმიანობა კანონით გათვალისწინებულ წესებთან და პროცედურებთან შესაბამისობაში არ მოიყვანეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნული მიმართულებთ, აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა. „კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას და მოვუწოდო, სანამ მათი შემოწმება, ჯარიმის გამოწერა და პროდუქციის კონფისკაცია მოხდება, დროულად მოახდინონ ამ პროდუქციის ამოღება. ადგილობრივ ბაზარზე კანონთან შესაბამისობაში არსებული ალტერნატიული პარკების წარმოება უკვე დაწყებულია და მათ აქვთ შესაძლებლობა, ჩაანაცვლონ ეს პოლიეთილენის პარკები. მუნიციპალურ ინსპექციას მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო და მოგიწოდოთ, რომ გააგრძელოთ ეს საქმიანობა. ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალიტეტის პრობლემა, ეს არის ყველა ადამიანის პრობლემა, როდესაც ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, წინსვლაზე, მომავალზე. ეს არის პრობლემა, რომელიც გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, გააგრძელეთ მუშაობა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)