21:32 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 12:08:07, 2480 ნახვა

პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრო - საქართველოს მასშტაბით ხანძრები ლიკვიდირებულია და კონტროლს ექვემდებარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს 


ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია: სამეგრელო - წალენჯიხის მუნიციპალიტეტში: სოფელები ზღვაია, ნაკუფუ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში: ზემო ეწერი, ჩხოროწყუს 7 სოფელში, მარტვილში სოფელი ლესიჭინე, გურიაში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ვაკიჯვარი. ასევე ლიკვიდაციაა სოფელ მამათში, აჭარა - ქობულეთში, იმერეთში - ხონში, ტყიბულში, კოპიტნარსა და საჩხერეში, კახეთში - გომბორის უღელტეხილზე.

ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის და კონტროლს ექვედებარება: სამეგრელოში - წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი, გურიაში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი. რაჭაში - ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი, ქვემო ქართლში - დედოფლისწყარო. ღია კერა შენარჩუნებულია: აჭარაში - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭო. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

ბოლო 4 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 318 დასხმა განახორციელეს.
ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics