|
2020-03-11 11:53:35, 6759 ნახვა
სამხედრო
41 მედალი - ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ წარმატებით იასპარეზეს
25 ოქროს, 10 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი - ასეთია აშშ-ის „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ასპარეზობის შედეგები. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პარასპორტის 8 სახეობაში მიიღეს მონაწილეობა და 41 მედალი მოიპოვეს. 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აიღეს ქართველმა სამხედრო მოსამსახურეება ტრენაჟორზე ნიჩბოსნობაში. წარმატებით იასპარეზა მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა. მისმა წევრებმა პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს. ოქროს მედალოსნები გახდნენ ველოსპორტში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - ალუდა სეთურიძე, ირაკლი კუჭუხიძე და ლაშა ადეიშვილი. სპორტის ამ სახეობაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალიც მოიპოვეს. წარმატებული იყო შეჯიბრი ბირთვის სროლაში, რომელშიც თემურ დადიანი და თენგო შუბითიძე - ოქროს, მანუჩარ ნაყიშაშვილი - ვერცხლის, სანდრო ხუჯაძე კი, ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ. ორი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი აიღეს სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა. წარმატებულად იასპარეზეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სროლაშიც, რომელშიც ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ძალოსნობაში (115კგ) ოქრო, ცურვაში კი ბრინჯაოს მედალი აიღო კაპრალმა თემურ დადიანმა. კალიფორნიაში გამართული „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშების“დახურვის ცერემონიალი დღეს გაიმართება. აღნიშნულ შეჯიბრში სხვადასხვა ქვეყნის 300 დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16-კაციანი გუნდმა. „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები 2014 წლიდან იღებენ მონაწილეობას. გასულ წელს სამხედრო მოსამსახურეებმა 38 მედლის მოპოვება შეძლეს.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ისრაელში ნეთანიაჰუსთან საიდუმლო შეხვედრა გამართა - Axios
აშშ უკრაინისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას აჭიანურებს
მიხეილ სააკაშვილი – დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ
საგარეო ევროკავშირს საკონსტიტუციო სასამართლოს ზეწოლაში და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)