|
2020-03-11 10:30:10, 2620 ნახვა
პოლიტიკა
სენატორები - ველით, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები გათავისუფლდებიან
აშშ-ს სენატორი, ჯიმ რიში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ, სენატორი ჯენე შაჰინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საუბრობენ შაბათ-კვირას თბილისში მიღებულ შეთანხმებაზე.
განცხადებაში სენატორები აღნიშნავენ, რომ მიესალმებიან საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ელიან, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები დროულად შესრულდება.
”მოხარული ვარ, რომ ამ შაბათ-კვირას საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარემ მიაღწია შეთანხმებას და ველოდები მის სრულ განხორციელებას უახლოეს კვირებსა და თვეებში. ამ წლის დასაწყისში მე და ჩემმა კოლეგამ სენატორმა შაჰინმა მივწერეთ პრემიერ-მინისტრ გახარიას და გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით და ვურჩიე, რომ საქართველოს მთავრობას დემოკრატიული რეფორმა გაეტარებინა. მოხარული ვარ, რომ ეს ხელშეკრულება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის აღდგენისაკენ. როდესაც საქართველო ამ წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, აუცილებელია, რომ შეთანხმებული ცვლილებები სწრაფად განხორციელდეს და ყველა მხარემ მიიღოს", - ვკითხულობთ სენატორების განცხადებაში.
სენატორი რიში განცხადებაში მიესალმება შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც სასამართლო რეფორმასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება და ელის, რომ პოლიტპატიმრებს დროულად გაათავისუფლებენ.
"აშშ მოხარული იქნება თუ შემოდგომით სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები იქნება. მე ყველა პარტიას ვულოცავ, რომ ამ რთული კომპრომისის ფასად მიაღწიეს მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის აუცილებელია. მივესალმებით შეთანხმების ერთ-ერთ პირობას, რომელიც პოლიტპატიმრების დაკავებასა და სასამართლო სისტემას ეხება და ველით, რომ პოლიტიკურო ნიშნით დაპპატიმრებული პირები დროულად გათავისუფლდებიან", - აღნიშნავს სენატორი რიში.
სენატორი შაჰინი მიესალმება ამ დემოკრატიული რეფორმის გატარებას და იმედი აქვს, რომ საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას გააგრძელებს.
"2012 წლიდან ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო გულმოდგინედ მუშაობს ამ დემოკრატიული ნაბიჯის გადადგმისთვის. მათ ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ვაფასებ ამ პროცესში სამოქალაქო ჩართულობას, რაც დემოკრატიის ერთ-ერთი ასპექტია. იმედი მაქვს საქართველო გააგრძელებს ამ გზასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას", - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)