|
2020-03-10 20:30:52, 1878 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია კორონავირუსზე: მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული ნებისმიერი მოგზაური ექვემდებარება სავალდებულო კარანტინს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მიმდინარე პროცესებზე ტელეკომპანია „იმედის“ „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ დეტალურად განმარტა, როდის გადადის ადამიანი თვითიზოლაციაში და როდის - კარანტინში. „გუშინ ამოქმედდა მთავრობის განკარგულების დონეზე ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს, რომ მაღალი რისკის ქვეყნებიდან (ჩინეთი, სამხრეთი კორეა, იტალია) ჩამოსული ნებისმიერი მოგზაური, რომელიც ბოლო ორი კვირა იმყოფებოდა ამ ქვეყნებში, ექვემდებარება სავალდებულო კარანტინს. კარანტინი შეიძლება იყოს საკარანტინე სივრცეში, თუმცა, განვიხილავთ თვითიზოლაციის შესაძლებლობასაც. მაგრამ თვითიზოლაცია დასაშვებია მხოლოდ ეპიდემიოლოგის დასკვნისა და კონკრეტული გარემოს შეფასების შემდეგ. საკარანტინე სივრცეები არსებობს. დაახლოებით 250 ადგილია გამოყოფილი. შეიძლება მოხდეს ისეც, რომ მოგზაური თავდაპირველად გადავიდეს საკარანტინე სივრცეში, სანამ ეპიდემიოლოგები მის მიერ წარმოდგენილი თვითიზოლაციის ადგილი შეაფასებენ და შემდეგ უკვე საკარანტინე სივრციდან გადავიდეს თვითიზოლაციის რეჟიმზე. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც თვითიზოლაციის სივრცის არარსებობის ან იმის გამო, თუკი მიიჩნევა, რომ ადამიანს აქვს მცირედ გამოხატული სიმპტომები და მიუხედავად იმისა, რომ ტესტი უარყოფითია, მაინც უმჯობესია, ის დარჩეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა გაბუნიამ. ინფორმაციისთვის, ჩინეთში კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ამის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. 2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. საქართველოს დაავადებული მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)